სახიფათო ტვირთები

tick

ტვირთის ქიმიურ-ფიზიკური შემადგენლობიდან გამომდინარე განისაზღვრება სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება, ასეთი ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება შესაფერისს წელიწადის დროებში,მუშავდება სპეციალური მექანიზმები რაც აადვილებს ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს.

სახიფათო ტვირთებს მიეკუთვნება ისეთი საგნები,მასალები ან ნივთიერებები,რომლებმაც მათი ტრანსპორტირებისას შესაძლებელია ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს.სახიფათო(საშიშ)ტვირთებს მიეკუთვნება:ასაფეთქებელი ნივთიერებები, შეკუმშული გაზები,აალებადი სითხე,ადვილად აალებადი სითხეები, მასალები და ნივთიერებები.ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები, რადიოაქტიური ნივთიერებები და სხვა უფრო საშიში ტვირთები.

სახიფათო ტვირთების თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებისას საფრთხის ხარისხის მიხედვით იყოფა კლასებად და ქვე კლასებად:

  • 1 კლასი - ფეთქებადი მასალები,რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე შეიძლება აფეთქდეს და გამოიწვიოს ხანძარი, ასევე ისეთი მასალები, რომლებიც არიან ფეთქებადი ნივთიერების შემცველნი. (გააჩნია 6 ქვეკლასი)
  • 2 კლასი - შეკუმშული გაზები,თხევად მდგომარეობაში ან დაშლილი ზეწოლის შედეგად. (გააჩნია 6 ქვეკლასი)
  • 3 კლასი - აალებადი სითხეები,ნარევები,აგრეთვე,მყარი ნივთიერებების შემცველი სითხეები და სუსპენზიები,რომლებიც გამოყოფენ აალებად ორთქლებს,61C-ზე ან მის ქვემოთ აალების მქონე. (გააჩნია 3 ქვეკლასი)
  • 4 კლასი - აალებადი ნივთიერებები და მასალები(გარდა ფეთქებაქდისა)რომელსაც ტრანსპორტირების დროს ადვილად შეიძლება გაუჩნდეს ცეცხლი თუკი მასზე იმოქმედებს გარეგანი ფაქტორები:ხახუნი,ნესტი,ასევე გახურების შედეგად.(გააჩნია 3 ქვეკლასი)
  • 5 კლასი - მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები,რომლებიც თავისუფლად აყოფენ ჟანგბადს,იწვიან, და სხვა ნივთიერებებთან შერწყმისას იწვევენ აფეთქებას.(გააჩნია 2 ქვეკლასი)
  • 6 კლასი - ტოკსიკური და ინფექციური ნივთიერებები,რომელიც იწვევს სიკვდილს,მოწამლვას, ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში ან შეხებისას.(გააჩნია 2 ქვეკლასი)
  • 7 კლასი - რადიოაქტიული ნივთიერებები
  • 8 კლასი - კოროზიული ნივთიერებები რომლებიც შეხებისას აზიანებენ კანის ქსოვილს,ასვე ლორწოვან გარსებს და სასუნთქ გზებს,მათ ასევე შეუძლიათ რკინისა და სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ასევე შეუძლიათ გამოიწვიაონ აფეთქება ორგანულ მასალებთან და ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებებთან შერწყმისას.(გააჩნია 3 ქვეკლასი)
  • 9 კლასი - ტრანსპორეტირებისას შედარებით დაბალი რისკის მქონე ნივთიერებები, არ მიეკუთვბნებიან არც ერთ ზემოაღნიშნულ კლასს,მაგრამ მოითხოვენ სპეციალურ ტრანსპორტირებას და შენახვის პირობებს.(გააჩნია 2 ქვეკლასი)
danger